უკან
31/1/2026

მწოლიარე პაციენტის მოვლა: ძირითადი გამოწვევები და რეკომენდაციები

მწოლიარე პაციენტის მოვლა არის კომპლექსური პროცესი, რომელიც დიდ ძალისხმევას, ცოდნასა და სისტემურ მიდგომას მოითხოვს.

როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს უმოძრაოდ, ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემა საფრთხის ქვეშ დგება.


სტატიკური მდგომარეობით გამოწვეულ ძირითად გართულებებს მიეკუთვნება:

🔶 ნაწოლები (დეკუბიტუსი)

​ეს არის კანისა და რბილი ქსოვილების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ზეწოლით. ყველაზე ხშირად ჩნდება დუნდულებზე, ქუსლებზე, ზურგზე, კუდუსუნსა და იდაყვებზე.

რეკომენდაციები:

 

·                ​პაციენტს მდებარეობა უნდა შეეცვალოს ყოველ 2 საათში ერთხელ (ზურგიდან გვერდზე, გვერდიდან - მეორე გვერდზე).

·                ​გვერდზე წოლისას ეცადეთ პაციენტი იყოს 30 გრადუსიანი კუთხით გადახრილი, რათა სიმძიმე არ დააწვეს პირდაპირ ბარძაყის ძვალზე. შეგიძლიათ დაიხმაროთ ბალიში პაციენტის ზურგის დასაფიქსირებლად.

·                აუცილებლად დადეთ ბალიში მუხლებსა და კოჭებს შორის, რომ ძვლები ერთმანეთს არ მიებჯინოს. გვერდზე წოლისას ქვედა ხელის მხარი ოდნავ წინ გამოუწიეთ, რომ პაციენტს საკუთარი წონა არ აწვებოდეს მხრის სახსარზე.

·                სპეციალური ანტიდეკუბიტური (ნაწოლების საწინააღმდეგო) ლეიბის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რადგან ის ავტომატურად ცვლის ზეწოლის წერტილებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ხელს უშლის ნაწოლების წარმოქმნას.

·                ​კანის ჰიგიენა და დაცვა

·                ​სისუფთავე: კანი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. გამოიყენეთ ნეიტრალური pH დონის მქონე გამწმენდი საშუალებები.

·                ​ტენიანობის კონტროლი: ჭარბი ტენიანობა (ოფლი, შინაგანი სეკრეცია) არბილებს კანს და ხდის მას მოწყვლადს. გამოიყენეთ დამცავი, ბარიერული კრემები.

·                ​​კანის რეგულარული დათვალიერება: მნიშვნელოვანია დაზიანების ადრეულ ეტაპზე შემჩნევა, რათა თავიდან ავიცილოთ ღრმა წყლულები, ამიტომ დღეში ორჯერ მაინც ყურადღებით დაათვალიერეთ "რისკის ზონები": კუდუსუნი, ქუსლები, იდაყვები, ზურგი და კეფა.

 

🔶 ფილტვების ანთება (პნევმონია)

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფილტვების ვენტილაცია იკლებს, ნახველი გროვდება და ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემო იქმნება.

რეკომენდაციები:

·                ​სუნთქვითი ვარჯიშები: თუ პაციენტს შეუძლია, გააბერინეთ ბუშტები ან გამოიყენებინეთ საწრუპი ჩხირი წყლიან ჭიქაში ბუშტუკების გასაკეთებლად.

·                ​ნახევრად მჯდომარე პოზიცია: დღის განმავლობაში პაციენტი რამდენჯერმე დასვით (თუ სამედიცინო ჩვენება ამის საშუალებას იძლევა).

·                ​ვიბრაციული მასაჟი: ზურგზე მსუბუქი დარტყმითი მასაჟი ეხმარება ნახველის გამოყოფაში. (სპეციალისტის რეკომენდაციით)

·                ოთახის რეგულარული განიავება

 

 🔶 კუნთების ატროფია და კონტრაქტურები

​უმოძრაობის გამო კუნთები დუნდება, ხოლო სახსრები კარგავს მოქნილობას, რაც მოძრაობას სამომავლოდ კიდევ უფრო ართულებს.

რეკომენდაციები:

·                ​პასიური ვარჯიშები: დღეში რამდენჯერმე ნელა აუმოძრავეთ პაციენტს ხელები და ფეხები

·                ფიზიოთერაპევტის ჩართვა - რეგულარული ფიზიოთერაპიული ჩარევა არა მხოლოდ იცავს კუნთების ატროფიისგან და ნაწოლების განვითარებისგან, არამედ ზრდის პაციენტის დამოუკიდებლობის აღდგენის შანსს და ამცირებს ოჯახის წევრებისა და მომვლელების ფიზიკურ დატვირთვას.

·                მასაჟი: კიდურების მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამასთან ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას

 ჯეო მედი გთავაზობთ მწოლიარე პაციენტისთვის აუცილებელი ინვენტარის მიწოდებას ბინაზე, ასევე სხვადასხვა პროფილის ექიმისა და ექთნის ბინაზე გამოძახების სერვისს


სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში

+032 2 111 500

ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში


გაზიარება

უახლესი

1/30/2026

ნაწოლები - მისი სტადიები და მოვლის რეკომენდაციები

...

მეტის წაკითხვა
2/2/2026

ნიპაჰის ვირუსი

რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025